24 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის მარიამ გალდავას სადოქტორო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: “სახელმწიფოს როლი გლობალიზაციის ეპოქაში.”
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - მაია კაპანაძე, ხოლო ოფიციალური რეცენზენტები:
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - ვაჟა გურგენიძე და ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ქეთევან შოშიაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მარიამ გალდავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.