20 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სოფიკო ღვინიანიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „მმართველობითი სისტემის განვითარება ფარმაცევტულ ბიზნესში".
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი - მანანა მარიდაშვილი, ხოლო ოფიციალური რეცენზენტები ეკონომიკის დოქტორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორი, ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორატორიის დამფუძნებელი და მენეჯერი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - ეკატერინე გულუა და ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი - მამუკა თორია.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სოფიკო ღვინიანიძეს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.