მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით, არქეოლოგიის ცენტრში, სამეცნიერო სემინარი - ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სიახლეები“ გაიმართა, რომლის მომხსენებელი ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი, ისტორიის დოქტორი - მინდია ჯალაბაძე გახლდათ.
სემინარს, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი - ოლან გოცირიძე, ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები ესწრებოდნენ.
მინდია ჯალაბაძემ სტუმრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ის საგამოფენო დარბაზები და კოლექციები დაათვალიერებინა, რომლებიც საქართველოში, მევანახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ეროვნული მუზეუმის მთავარმა კურატორმა, კსუ-ს წარმომადგენლებს ის არტეფაქტებიც უჩვენა, რომლებიც ქართული ღინის 8000 წლოვან ისტორიას ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება. წლევანდელ ფესტივალში, რომელიც 22 სექტემბრიდან დაიწყო და პირველი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც აქტიურად მონაწილეობს.