კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ლაბორატორია აცხადებს კონკურსს კსუ-ს ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო-კვლევით პროექტში - „ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები“ - სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მიღებას.
პროექტი მიმდინარეობს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა შესახებ როგორც თეორიული, ასევე ნორმატიული მასალის დამუშავება და ანალიზის საფუძველზე მონოგრაფიის გამოცემა. პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩართული არიან უცხოელი პროფესორები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან (გერმანია, კვიპროსი).
პროექტის ფარგლებში სტუდენტის მოვალეობები განისაზღვრება შემდეგანირად:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზვანოთ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 150 სიტყვა) ელ-ფოსტაზე: research@ciu.edu.ge
დოკუმენტაციის გადმოგზავნის ვადა: 29 ოქტომბერი, 2018.