კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი. დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს საუნივერსიტეტო კვლევების საგრანტო დაფინანსებას, კოორდინაციას უწევს სამეცნიერო პერსონალის ტრენინგებს, ახდენს საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, აკადემიურ პერსონალს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: საგრანტო აპლიკაციების მომზადება-წარდგენის ხელშეწყობა, ტექნიკური ექსპერტიზა, დარგობრივი გარე ექსპერტიზის უზრუნველყოფა, და სხვ.
ახალი ცოდნის არეალის გაფართოების და პრაქტიკულად დანერგვის მიზნით ჩვენ მხარს ვუჭერთ პარტნიორობის ჩამოყალიბებას აკადემიურ წრეებთან, ბიზნეს-კომპანიებთან, საჯარო სექტორთან და არასამთავრობო სტრუქტურასთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. კსუ-ს სამეცნიერო პორტალი საშუალებას იძლევა გააძლიეროს ინტეგრაცია კსუ-ს აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს შორის და აჩენს პლატფორმას ახალი პროექტების შექმნისთვის, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისთვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და სხვ.