კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია სამეცნიერო ფაქტების პოპულარულ ენაზე წარმოჩენა ფართო საზოგადოებისთვის, მათი შემეცნებისა და ინტერესის შემდგომი გაღვივებისთვის ახალი სამეცნიერო ცოდნის მიმართ.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
პროექტები უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულად 2025 წლის 10 აპრილიდან 16 მაისის 18 სთ.-მდე.
პროექტის ხანგრძლივობა: არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვე
პროექტის დაფინანსება: 1000 – 10000 ლარი
დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ გაეცნოთ კონკუსის დებულებას.
ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი პროექტის შინაარსობრივი და თანდართული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე - science@ciu.edu.ge.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. საპროექტო წინადადება (დანართი 1).
2. პროექტში ჩართული ძირითადი და დამხმარე პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები, რომელიც შევსებულია უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ან აკადემიური CV-ის ფორმების მიხედვით (დანართი 2).
3. პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი 3).
4. პროექტის ბიუჯეტი და მისი დასაბუთება (დანართი 4).
5. პროექტში ჩართული კონსულტანტის თანხმობის წერილი და პროფესიული ბიოგრაფია ქართულ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 5)
6. ცნობა პროექტის თანადაფინანსების შესახებ (მატერიალური ან არაფინანსური მონაწილეობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (დანართი 6)
7. თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პროექტის დაფინანსებისთვის აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობაა არანაკლებ 21 (25-დან) ქულის მიღება.