დასრულდა 2018 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შეფასების პროცესი. კონკურსში სულ დარეგისტრირდა 7 პროექტი, ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე მოიხსნა 2 პროექტი, ხოლო გარე ექსპერტების მიერ შეფასდა 5 პროექტი. გამარჯვება მოიპოვა 4-მა პროექტმა, რომლებმაც გადალახეს 40 ქულა. ჯამში პროექტების განსახორციელებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 85000 ლარი.
იმისათვის, რომ გამარჯვებულ პროექტების ავტორებთან გაფორმდეს ხელშეკრულება და დაიწყოს პროექტების განხორციელება, აუცილებელია პროექტების ხელმძღვანელებმა წარმოადგინონ საპროექტო წინადადების მე-2 პუნქტში მითითებული უცხოური უნივერსიტეტის ან/და ეკონომიკური აგენტის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ასევე, პროექტში ჩართული უცხოელი მეცნიერის ან/და ეკონომიკური აგენტის თანამშრომლის თანხმობის წერილი შესაბამისად ქართულ ან ინგლისურ ენაზე (pdf ფორმატი).
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი ულოცავს პროექტის მონაწილეებს აღნიშნულ წარმატებას.
შეფასებული პროექტები
პროექტის დასახელება |
ფაკულტეტი |
შეფასება |
|
მედიცინა |
48 |
ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა |
სამართალი |
47.5 |
ანტიოქსიდანტური აქტივობის განმსაზღვრელი ზოგიერთი ფაქტორის კვლევა ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებულ ღვინოში |
მევენახეობა-მეღვინეობა |
49.5 |
პოლიტიკური ლიდერება, როგორც საზოგადოების ინეგრაციის მექანიზმი (ისრაელის მაგალითი) |
სოციალურ მეცნიერებათა |
40 |
ცხინვალის კონფლიქტის კომპლექსური სისტემის სამეცნიერო დიაგნოსტიკა და სამშვიდობო პროცესის ინოვაციური ქოლისტური მოდელი |
სოციალურ მეცნიერებათა |
38.5 |