ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ - DL-101GE.
აღნიშნული კურსი არის სრულიად უფასო, საქპატენტის მიერ დამუშავებულია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. კურსის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების შემდეგ ძირითად მიმართულებებში: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ WIPO-ს აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ დარგებში.
კურსზე რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.sakpatenti.gov.ge (განყოფილება: სასწავლო ცენტრი, საკონტაქტო პირი: ნინო ნაცვლიშვილი, ტელ: 599 484 155).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2021 წლის 14 ოქტომბერს.
სხვა სიახლეები
აპრილი 08, 2026
02:00 PM
ტრენინგი: როგორ მოვამზადოთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები SCOPUS და WoS ბაზებში
აპრილი 07, 2026
09:00 AM
„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას 2026 წლის პირველი ნომრისთვის
მარტი 30, 2026
01:00 PM
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა