კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ დაწესდა.
სამეცნიერო პრემია „თამარი“ კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის თამარის სახელს ატარებს.
თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია სტიმულის მიმცემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის. აღნიშნული პრემია წაახალისებს ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.
სამეცნიერო პრემია გაიცემა ყოველწლიურად კონკურსის წესით.
2017 წელს გაიცა 3 პრემია:
I პრემია - 3750 ლარი (დარიცხული);
II პრემია - 2500 ლარი (დარიცხული);
III პრემია - 1250 ლარი (დარიცხული) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერისთვის.
I და II პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო კსუ-ს აკადემიურ პერსონალს, ხოლო III პრემიის მოსაპოვებლად _ კსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერებს (კსუ-ს აკად. პერსონალს ან დოქტორანტებს 35 წლამდე).
მნიშვნელოვანი თარიღები:
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის დებულებას, განაცხადის რეგისტრაციის ინსტრუქციას და დანართებს.
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი
ელ. ფოსტა: science@ciu.edu.ge; awards@ciu.edu.ge
ტელ: 261 12 98; 294 59 92 (შიდა ნომერი 184; 181)
ოთახი: 59
იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულები:
კსუ-ს წარმომადგენლები "საქმიან დილაში" - TV პირველი.