მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის მისიაა ჩაატაროს მარკეტინგული კვლევები საქართველოსა და მთელი კავკასიის ბაზარზე, იმისათვის რომ დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში.
ლაბორატორიის საქმიანობაში ჩართულები არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებით და მათი პროფესორებით.
ლაბორატორია ამაყობს თავისი ინტერნაციონალური კოლექტივით. კვლევებში უშუალოდ ჩართულები არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოდან, ინდოეთიდან, ტაილანდიდან, ბანგლადეშიდან, ნეპალიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2018 წლის დასაწყისიდან ლაბორატორია ახორციელებს რამდენიმე კვლევით პროექტს ქართული ბიზნესის დაკვეთით.
მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი - თათია ბრეგვაძე.
E-mail: tatia.bregvadze@ciu.edu.ge