კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დაფინანსების საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას, საქმიანი კონტაქტების დამყარებას, ახალგაზრდა კადრების მეცნიერებაში მოზიდვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტებს; კსუ-ს აფილირებულ აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ ლექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი და ამავდროულად დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი; კსუ-ს კურსდამთავრებულ დოქტორებს, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი;
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილები: