დეპარტამენტის უფროსი
განათლება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია
ლონდონის უნივერსიტეტი: Royal Holloway, მაგისტრატურა, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები
აკადემიური ხარისხი:
მეცნიერების დოქტორი ფილოლოგიაში
მეცნიერების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში
გამოცდილება:
სესილი გოგიბერიძეს ეკავა აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. იყო საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს კულტურის მინისტრი. იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
სამეცნიერო ინტერესები:
სესილი გოგიბერიძეს აქვს ფართო სამეცნიერო ინტერესები. მისი კვლევის საგანია საერთაშორისო ურთიერთობები, ინტერკულტურული ურთიერთობები, კულტურული გლობალიზაცია, ლიტერატურული თარგმანი.
შორენა ქურდაძე
სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი
განათლება:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, სპეციალობა: ფინანსები
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
აკადემიური ხარისხი:
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.
გამოცდილება:
შორენა ქურდაძე მუშაობდა ადმინისტრაციულ პოზიციებზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურაში. იგი არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები საზღვარგარეთ, რეფერირებად ჟურნალებში.
სამეცნიერო ინტერესები:
შორენა ქურდაძის სამეცნიერო ინტერესები ფოკუსირებულია საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით. მას დისერტაცია დაცული აქვს თემაზე: "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციები და მათი გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე".