საერთაშორისო სამართლის კვლევითი ლაბორატორია წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზნებია უნივერსიტეტში სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, სამართლის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, საკანონმდებლო პრობლემების კვლევა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება/რეალიზება. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო სამართლის კვლევითი ლაბორატორიის“ ამოცანებია კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების, ფორუმების, სასწავლო კურსების, სხვადასხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება და მათში სტუდენტთა აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა. ამავე დროს, უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ დონორებთან თანამშრომლობა და სამართლის დარგში სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა (ელექტრონული ვერსია).
ლაბორატორიის მიერ აღსანიშნავია 2017 წელს განხორციელებული ორი კვლევითი პროექტი: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებულებები და მათი მნიშვნელობა; ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავისებურებანი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
პროექტები განკუთვნილია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის. კვლევას ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
ასევე, ლაბორატორის ყოველწლიურად გამოსცემს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულს - „სამართლის აქტუალური საკითხები“.
ინსტიტუტის პუბლიკაციები 2019:
ინსტიტუტის პუბლიკაციები 2018:
საერთაშორისო სამართლის ქრონიკები
ინსტიტუტის პუბლიკაციები 2017: