კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია წარმოადგენს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურულ ერთეულს.
ლაბორატორიის საქმიანობა:
საქართველოს და კავკასიის გეოპოლიტიკური შესაძლებლობების კვლევა, შეფასება და პრაქტიკული გამოყენება. ლაბორატორიის ბაზაზე შექმნილია ახალი გეოპოლიტიკური ბრენდები; მიმდინარეობს თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან;
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიულ სტრატეგიებზე;
პარლამენტის და მთავრობის შესაბამის ერთეულებთან ერთად მიმდინარეობს ეროვნული უშიშროების სფეროში არსებულ დოკუმენტებზე მუშაობა;
ლაბორატორია კავკასიის რეგიონში არის ეუთოს და მასში შემავალი სტრუქტურების მთავარი პარტნიორი, ავითარებს ეფექტურ ურთიერთობებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს სტუდენტების შესაბამის მომზადებას;
სტუდენტები და პროფესორები ღებულობენ რეგულარულ მონაწილეობას ლაბორატორიის და მისი საერთაშორისო პარტნიორების ღონისძიებებში. შექმნილია მათთვის საუნივერსიტეტო პროფესიული განათლების და განვითრების პირობები (დისტანციური განათლების ჩთვლით);
ლაბორატორიასთან არსებული საუნივერსიტეტო დიპლომატიის ცენტრის ინიციატივით ჩატარებულია კვლევები და შექმნილია ინოვაციური პროექტები. ერთ-ერთი ასეთი პროექტია - საერთაშორისო ქსელი - „უნივერსიტეტები მშვიდობისათვის“.
სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ყოველ წელს ტარდება კვლევები და სტუდენტები ღებულობენ მონაწილეობას არქეოლოგიურ ექსპედიციებში.
კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი - ალექსანდრე რუსეცკი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი