კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო გრანტების კონკურსს
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიებისა და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, ახალგაზრდების მოზიდვას, ინტერნაციონალიზაციას, უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოებას და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას. კვლევის შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილი უნდა შეჰქონდეს მეცნიერულ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ა.შ. განვითარებაში ეროვნულ ან/და საერთაშორისო დონეზე.
კონკურსში პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
კონკურსი ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი.
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 12 ან 18 თვე. თითოეული საანგარიშო პერიოდი უნდა შეადგენდეს 6 თვეს. უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20000 ლარს ეკონომიკისა და ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და ჟურნალისტიკის მიმართულებებისთვის, ხოლო 25000 ლარს მედიცინის, ფარმაციის, სტომატოლოგიის და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებებისთვის.
პროექტს უნდა ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია უცხოური უნივერსიტეტის სახით, რომლიდანაც პროექტში ჩართული უნდა იყოს უცხოელი მეცნიერი პროექტის ძირითად პერსონალში.
საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტში სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად სავალდებულოა სტუდენტების და შესაძლებელია კუსდამთავრებულთა მონაწილეობა. გარდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებისა, პროექტში სასურველია რომ ჩართული იყოს ნებისმიერი უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი და ამავდროულად არ არის სხვა უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.
გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტით გათვალისწინებული კვლევის მასალებზე დაყრდნობით გამოაქვეყნოს არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი ინგლისურ ენაზე ჟურნალში/კრებულში/საკონფერენციო მასალებში. ეს უკანასკნელი აღნიშნული უნდა იყოს პროექტის გეგმა გრაფიკის ამოცანებში. ამასთანავე აუცილებელია რომ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული სტატიებიდან ერთი მაინც გამოქვეყნდეს ჟურნალში/კრებულში/საკონფერენციო მასალებში, რომელიც ინდექსირებულია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში/რეიტინგებში: web of science, scopus, SCImago Journal Rank, ERIH plus.
იხილეთ თანდართული ფაილები:
მნიშვნელოვანი თარიღები:
პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2018 წლის 1 ივნისიდან 1 ივლისის 18 სთ.-მდე.
უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში რეგისტრაცია – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა – 2018 წლის 2 აგვისტოს 18 სთ.-მდე.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: awards@ciu.edu.ge
ინდივიდუალური კონსულტაციები ჩატარდება პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ნებისმიერ ეტაპზე, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტს:
ელფოსტა: awards@ciu.edu.ge
ტელ.: 261 12 98; 294 59 92 (შიდა ნომერი 184)
ოთახი: 59