მაგისტრანტების საყურადღებოდ!
ძვირფასო მაგისტრანტებო,
მოგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს გამოცხადებული აქვს მაგისტრანტების კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის მაგისტრანტებს.
პროექტი ითვალისწინებს სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის დაფინანსებას 6000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, უნივერსიტეტი მზადაა თანადაფინანსებისთვის, მაგისტრანტის და მისი ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ატარებს სამუშაო შეხვედრას ამ კონკურსთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ხოლო შემდეგ დაგეხმარებით საპროექტო განაცხადის მომზადების და წარდგენის პროცედურებში.
შეხვედრა ჩატარდება ორშაბათს, 29 ოქტომბერს 5 საათზე. აუდიტორიის შესახებ მოგწერთ მოგვიანებით.