კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, ახალგაზრდების მოზიდვას, ინტერნაციონალიზაციას, უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოებას და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას. კვლევის შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილი უნდა შეჰქონდეს მეცნიერულ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ა.შ. განვითარებაში ეროვნულ ან/და საერთაშორისო დონეზე.
კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ეკონომიკა და ბიზნესი;
სამართალი;
საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა;
მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგია;
მევენახეობა-მეღვინეობა;
განათლების და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ნებისმიერი მიმართულებით.
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 18 თვე. თითოეული საანგარიშო პერიოდი უნდა შეადგენდეს 6 თვეს. უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20000 ლარს სოციალური მეცნიერებების, ხოლო 25000 ლარს მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგიის და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებების შემთხვევაში.
ა) პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2022 წლის 28 მარტიდან 15 ივნისის 18 სთ.-მდე.
ბ) სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში განცხადების წარმოდგენა - 2022 წლის 20 ივნისის 18 საათამდე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.