კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მცირე სამეცნიერო გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას.
კონკურსში პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ეკონომიკა და ბიზნესი;
სამართალი;
საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა;
მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგია;
მევენახეობა-მეღვინეობა.
კონკურსი ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი.
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 6 ან 12 თვე, უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.
პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2022 წლის 28 მარტიდან 31 მაისის 18 სთ.-მდე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტაცია.